ტკბილი კიტრის მწნილი ზამთრისთვის

1809

ზაფხული მხოლოდ დასვენების, მხურვალე მზის, მოგზაურობისა და პიკნიკის დრო არ არის. მთელი სამი თვე, სიაში პირველ ადგილს კონსერვაცია იკავებს, ამზადებთ კომპოტებს, მურაბებს, ჯემებს, მწნილებს და ასე შემდეგ. ჩვენ თქვენთვის ტკბილი კიტრის მწნილის არაჩვეულებრივი რეცეპტი მოვიძიეთ.

ძალიან უჩვეულო ტკბილ-მწარე მწნილი-სწორედ ეს გჭირდებათ ზამთარში. ასეთი კონსერვაცია არ ფუჭდება, მწნილი არა მხოლოდ არომატული, არამედ კრისტალურად სუფთა და ძალიან ხრაშუნაა. დროს ნუღარ დაკარგავთ, ახლავე დაიწყეთ მისი მომზადება!

ინგრედიენტები

  • 800 გრ კიტრი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 800 მლ წყალი
  • 10 გრ ოხრახუში
  • 1 ც დაფნის ფოთოლი
  • 5 ც შავი პილპილის მარცვალი
  • 3 ს.კ. ძმარი
  • 1 ს.კ. მარილი
  • 2 ც ვიშნის ფოთოლი
  • 10 გრ კამა
  • 1 თავი ნიორი

მომზადების წესი

1. გარეცხეთ კიტრი და დაასხით წყალი, გააჩერეთ 1 საათით.

2. გარეცხეთ ვიშნის ფოთლები და მწვანილი. მოათავსეთ ნიორი, მწვანილი, დაფნისა და ვიშნის ფოთლები და პილპილის მარცვლები ქილის ფსკერზე.

3. მჭიდროდ ჩაალაგეთ კიტრი ქილაში. დაასხით მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და დაელოდეთ 15 წუთით.

4. გადაასხით წყალი ქვაბში, დაუმატეთ მარილი და შაქარი, მოადუღეთ, შემდეგ გამორთეთ ცეცხლი და დაუმატეთ წყალს ძმარი. მარინადი ჩაასხით ქილაში და მოხუფეთ. ჩააბრუნეთ ქილები და შეფუთეთ, სანამ ბოლომდე არ გაცივდება.

ტკბილი და ხრაშუნა კიტრის მწნილი ზამთრისთვის ტრადიციული წასახემსის იდეალური ვარიანტია. იგი ძალიან უხდება როგორც ჩვეულებრივ კარტოფილს, ისე წვნიან და არომატულ ხორცს. მოცემული ინგრედიენტები გათვლილია 1 ლიტრიან ქილაზე.

გემრიელად მიირთვით!