ჩორიზო – ესპანური ძეხვეულის სახეობაა. კარგი ხარისხის ჩორიზო სალათას განსაკუთრებულ გემოს მისცემს.
ინგრედიენტები:
- 4 კვერცხი
- 2 ტკბილი კარტოფილი
- 100 გ ჩორიზო
- 3 ს.კ. ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
- მარილი, შავი პილპილი
- 1 კბილი ნიორი
- 60 მლ ლიმონის წვენი
- 150 გ სხვადასხვა სალათის ფოთლები
- 20 პამიდორი ჩერი
მომზადების წესი:
- ქვაბში მოათავსეთ კვერცხი, კარტოფილი (კანიანად) და მოხარშეთ. კვერცხები უფრო ადრე ამოიღეთ და ცივ წყალში გააცივეთ.
- ტკბილი კარტოფილი რომ მოიხარშება, გადაწურეთ და სასალათეში გადაიტანეთ.
- ტაფა კარგად გააცხელეთ. ტკბილ კარტოფილსა და ჩორიზოს 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი დააპკურეთ და მარილითა და პილპილით შეაზავეთ.
- კარტოფილი გრილის ან გაზქურის ტაფაზე შეწვით და სასალათეში დააბრუნეთ.
- კვერცხები ოთხად დაჭერით.
- ჩორიზოც კარგად დაბრაწეთ და სასალათეში გადაიტანეთ.
- ტაფა ცეცხლიდან გადმოდგით, დაუმატეთ ნიორი და დარჩენილი ზეთი, ნახევარი წუთი გააჩერეთ და ლიმონის წვენი მოასხით.
- სალათის მწვანე ფურცლები და პამიდორი თანაბრად გაანაწილეთ ოთხ თეფშზე, ტკბილი კარტოფილი, კვერცხებიდა ჩორიზო დაადეთ, ცხელი სოუსი მოასხით და სუფრაზე მიიტანეთ.