ტირამისუ იტალიური მრავალფენოვანი დესერტია, რომლის შემადგენლობაშიც ყველი მასკარპონე, ყავა (ჩეულებრივ – ესპრესო), ქათმის კვერცხი, შაქარი და ალკოჰოლით გაჟღენთილი მშრალი ორცხობილა – სავოიარდი შედის. დღეს ამ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული დესერტის რეცეპტს წარმოგიდგენთ. კლასიკური ვარიანტის მომზადება საკმაოდ რთულია, ამიტომ მის ძალიან მარტივ მაგრამ, არა ნაკლებ გემრიელ ვერსიას შემოგთავაზებთ.
ინგრედიენტები
- 200 გრამი ნებისმიერი ფხვიერი ორცხობილა
- 200 გრამი უცხიმო ხაჭო
- 100 გრამი არაჟანი
- 50 გრამი შაქარი
- 1 ჩაის კოვზი ყავა
- 1 ჭიქა ნაღების ლიქიორი
- 1 შეკვრა ვანილი
- კაკაო ან გახეხილი შოკოლადი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. აურიეთ ბლენდერში ხაჭო, არაჟანი, შაქარი და ვანილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე
2. მოხარშეთ 1 ჭიქა მაგარი ყავა – ნატურალური, არომატული და შაქრის გარეშე. გაგრილებულ ყავაში ჩაასხით 1 ჭიქა ლიქიორი: Baileys, Cointreau ან Kahlua. უკიდურეს შემთხვევაში კონიაკიც გამოგადგებათ.
3. ორცხობილა 5 წამით ყავისა და ლიქიორის ნარევში ჩაალბეთ
4. შემდეგ კი რიგ-რიგობით დააფინეთ ორცხობილისა და კრემის ფენები, მოახდინეთ დესერტის ფორმირება. შეგიძლიათ გარმჭვირვალე სანაყინეები ან დიდი კათხა გამოიყენოთ.
5. მზა დესერტი მაცივარში 3 საათით შედევით, სასურველია მთელი ღამითაც გააჩეროთ. ამ დროის განმავლობაში მას გემო უკეთ გაუჯდება. დროის გასვლის შემდეგ ტირამისუს ზედა ფენა კაკაოთი ან შოკოლადით მორთეთ და გემრიელად მიირთვით!
ამ დახვეწილი დესერტის შესანიშნავი გემო თავბრუს დაგახვევთ! ამბობენ, რომ ტირამისუ ერთგვარი აფროდიზიაკია, ასეთ ჯადოსნურ გავლენას ყავისა და შოკოლადის გავლენას მიაწერენ.