ტაფაზე გამომცხვარი პელმენის ღვეზელი გულსართით

პელმენები ყველასთვის საყვარელი კერძია, თუმცა დღეს მის უფრო სრულყოფილ ვარიანტს შემოგთავაზებთ. დროა რაიმე უჩვეულო მოვამზადოთ და ოჯახის წევრები და ახლობლები გავაოცოთ!
ეს კერძი ორიგინალურობით გამოირჩევა, ის უზბეკურ ხანუმს გვაგონებს მაგრამ ჩვენს რეცეპტში არა მარტო ხორცის გულსართი არამედ სტაფილოსა და ბრინჯის ტანდემიც მონაწილეობს. ამ ყველაფერს კლასიკური ცომი ემატება და კერძი გემოთი პელმენებს გვაგონებს… პელმენების ღვეზელი ძალიან გემრიელი და ნოყიერი გამოდის!

ინგრედიენტები

  • ფქვილი – 500 გრამი
  • რძე – 200 მილიგრამი
  • მზესუმზირის ზეთი – 3 სუფრის კოვზი
  • სტაფილო – 1 ცალი
  • ბრინჯი – 100 გრამი
  • ოხრახუში – 1 კონა
  • ხრცის სუნელი – 1 მწიკვი
  • კვერცხი – 1 ცალი
  • ძმარი – 1 სუფრის კოვზი
  • მარილი – გემოვნებით
  • ხახვი – 2 ცალი
  • ძროხის ხორცის ფარში – 500 გრამი
  • შავი პილპილი – 1 მწიკვი
  • წყალი – 100 მილიგრამი

მომზადების წესი

1. ცომისთვის აურიეთ ფქვილი, კვერცხი, რძე, ძმარი და 1 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი. მოზულეთ ელასტიური ცომი. გადააფარეთ სამზარეულოს პირსახოცი ან საკვები ცელოფანი და ცოტა ხანს შეასვენეთ.

2. ამ დროის განმავლობაში მოხარშეთ ბრინჯი – ნახევრად მზაობამდე. დაჭერით ხახვი და მწვანილი, მსხვილ სახეხზე გახეხეთ სტაფილო. ოდნავ მოწვით 1 ცალი ხახვი და სტაფილო. შემდეგ ყველა დაჭრილი ინგრედიენტი კარგად აურიეთ და მარილითა და სუნლებეით შეაზავეთ. ცალკე გადაურიეთ ფარში და დარჩენილი ხახვი, შეაზავეთ მარილითა და პილპილით.

3. ცომი რამდენიმე ნაწილად დაყავით. ყოველი მათგანი მართკუთხედად გააბრტყელეთ. ერთ მხარეს ფარშის გულსართი მოათავსეთ, მეორე ნაწილზე ბრინჯის და სტაფილოს გულსართი გაანაწილეთ და ბოლომდე გადაახვიეთ.

4. მოჭერით მიღებული ორმაგი რულეტი და ტაფაზე სპირალისებურად მოათავსეთ (წრიულად). იგივე გაიმეორეთ დარჩენილ ცომზე. საბოლოო ჯამში ლოკოკინის ფრმის ღვეზელს მიიღებთ.
5. დაასხით ღვეზელს წყალი და 2 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი. დააფარეთ თავსახური და 30-40 წუთის მანძილზე, მინიმალურ ცეცხლზე მოთუშეთ.

პელმენის ღვეზელი მზად არის. გემრიელად მიირთვით!