ამ ბისკვიტს სათანადოდ შეაფასებენ შოკოლადის მოყვარულები. განსაკუთრებით გემრიელია ცოცხალ კენკრასა და ათქვეფილ ნაღებთან ერთად. მოდით, ნუღარ დავკარგავთ დროს და შევუდგეთ უგემრიელესი ტარტის მომზადებას.
ინგრედიენტები:
- ფირფიტა
- 3 ჭიქა (300 გ ) დაფხვნილი კრეკერი ან ნახევრად ტკბილი ბისკვიტი
- 180 გ მარილიანი, დარბილებული კარაქი
გულსართი:
- 300 გ მსხვილად დაჭრილი შავი შოკოლადი
- 375 გ ხაჭო
- 150 გ შაქარი
- 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
- 1 ჭიქა (200 გ ) მსხვილად დაჭრილი მაკადამია – ავსტრალიური თხილი
- 600 მლ მაღალკალორიული (ორმაგი) ნაღები
ულუფა: 8
მომზადება: 45 წუთი +4-6 საათი გასაყინად
ცხობა: 5 წუთი
მომზადების წესი:
- ფირფიტა. ცოტაოდენი კარაქი წაუსვით 28 სმ დიამეტრის ფორმას, მოსახსნელი ძირით.
- ჯამში ჩაყარეთ დაფხვნილი კრეკერი ან ბისკვიტი და კარაქს შეურიეთ. ეს მასა მოათავსეთ ფორმაში და კარგად დატკეპნეთ ძირსა და გვერდებზე.
- გულსართი. შოკოლადი მდუღარე წყლის აბაზანაზე გაადნეთ. ცეცხლიდან გადადგით და გააგრილეთ.
- შოკოლადი, ნაღებიანი ხაჭო, შაქრის ფხვნილი და ვანილი მოზრდილ ჯამში ათქვიფეთ მიქსერით, საშუალო სიჩქარეზე. დაუმატეთ თხილი.
- ნაღები ათქვიფეთ მიქსერით საშუალო სიჩქარეზე, ისე რომ, შესქელდეს. მიღებული მასის დაახლოებით ერთი მეოთხედი კოვზით ჩაუმატეთ შოკოლადს. შეურიეთ და დარჩენილი ათქვეფილი ნაღები დაამატეთ.
- გულსართი კოვზით მოათავსეთ გამომცხვარ ფირფიტაში. ფოლგა დააფარეთ და 4-6 საათის განმავლობაში გაყინეთ.
- ფორმას გვერდები და ძირი ფრთხილად მოხსენით და სუფრასთან მიტანამდე 5 წუთით ოთახის ტემპერატურაზე დააყოვნეთ.
ამ ტარტს სათანადოდ შეაფასებენ შოკოლადის მოყვარულები. განსაკუთრებით უხდება ცოცხალი კენკრა და ათქვეფილი ნაღები.
გემრიელად მიირთვით!