გქონიათ შემთხვევა, როცა ჩაიზე მისაყოლებლად რაღაც სწრაფად უნდა გააკეთოთ? ან სტუმარი გზაშია ან უბრალოდ გემრიელი დესერტის მირთმევა გსურთ. ასეთ შემთხვევაში Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ფუნჩულებს შესქელებული რძით. 10-15 წუთში მაგიდაზე ლამაზი ტკბილეულის მთელი მთა გაჩნდება.
როგორ მოვამზადოთ სწრაფი ფუნჩულები შესქელებული რძით და ცხობის გარეშე
დესერტი საკმაოდ სწრაფია, რადგან უპრეტენზიო ცომს დიდხანს მოზელა ან გაჩერება არ სჭირდება. ღუმელის ჩართვაც არ მოგიწევთ. ფუნჩულები ჩაიზე ან ყავაზე მისაყოლებლად იდეალურია.
ინგრედიენტები:
- 380 მლ შესქელებული რძე
- 1 ჩ/კ ვანილი
- 400 გ ხორბლის ფქვილი
- 2 კვერცხი
- მწიკვი მარილი
- 10 გ გამაფხვიერებელი
- მზესუმზირას ზეთი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. შესქელებული რძე, 2 კვერცხი, ვანილი და მარილი აურიეთ.
2. მზა ნარევს გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. ინგრედიენტებს კოვზით ფრთხილად აურიეთ.
3. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ, ცომი გადაიტანეთ და ძეხვის ფორმა მიეცით.
4. ცომის ძეხვი შუაზე გაყავით. თითოეული სქელ ფირფიტად გააბრტყელეთ.
5. არყის ჭიქით ან სპეციალური ფორმით პატარა ფუნჩულები გამოჭერით.
6. ფუნჩულები ტაფაზე ცხელ ზეთში ორივე მხრიდან შეწვით.
რა თქმა უნდა, შემწვარი ფუნჩულები შესქელებული რძით საკმაოდ კალორიული კერძია, მაგრამ ზოგჯერ საკუთარ თავს მოდუნების და ტკბილი დესერტის მირთმევის უფლება უნდა მისცეთ. ბავშვები ასეთ ტკბილეულზე გიჟდებიან. ფუნჩულებს ნებისმიერი ფორმა შეგიძლიათ მისცეთ. მომზადების შემდეგ შაქრის ფხვნილი მოაყარეთ ან შოკოლადი მოასხით.