დღეს მოვამზადებთ მინი-რულეტს ყაყაჩოს გულსართით. ძალიან გემრიელი და არომატული გამოდის.
ინგრედიენტები
ცომისთვის
- კვერცხის გული 2 ცალი
- შაქარი 75გ
- ვანილი 1 ჩაის კოვზი
- კარაქი 180გ
- არაჟანი 120გ
- მარილი
- ფქვილი 300-350გ
გულსართი
- ყაყაჩო (მზა) 200გ
- შაქარი 75გ
- კარაქი 40გ
- ნიგოზი 50გ
- ქათმის ცილა 2 ცალი
- ვანილი 1 ჩაის კოვზი
მომზადება
- ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს გრილი.
- საშუალო ჯამში ჩატეხეთ 2კვერცხი, დაუმატეთ შაქარი, მარილი, ვანილი და არაჟანი.
- ყველა ინგრედიენტს მოურიეთ და დაელოდეთ შაქრის გალღვობას.
- ცალკე ჯამში ჩაყარეთ ფქვილი
- გაყინული კარაქი ამოავლეთ ფქვილში და შემდეგ გახეხეთ.
- ფქვილში კარგად დაფხვენით კარაქი.
- ფქვილს დაუმატეთ კვერცხის მასა. მოზილეთ ცომი.
- ცომი გადაიტანეთ სამუშაო მაგიდაზე და დაამუშავეთ.
- ცომი გაყავით 2 ნაწილად.
- გააგრილეთ ცომი მაცივარში.
- ყაყაჩოს დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიგოზი.
- მოაყარეთ შაქარი, ვანილი დაუმატეთ 2 ცილა და დარბილებული კარაქი. კარგად მოურიეთ.
- ფქვილიან სამუშაო მაგიდაზე გააბრტყელეთ ცომი, უნდა გამოგივიდეთ მართკუთხედი ფირფიტა. მოათავსეთ ყაყაჩოს გულსართი და გადაანაწილეთ.
- მხოლოდ ერთი ზედა მხარის კუთხე რჩება გულსართის გარეშე, ეს საჭიროა რულეტის დასაფიქსირებლად.
- გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე.
- გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 25 წუთი.
- მზა რულეტს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!