სწრაფი ტორტი “ჩიტის რძე” ნამდვილი გურმანებისთვის

3542

ყველაზე მარტივი და სწრაფი ტორტი “ჩიტის რძე”, ჩემი ფავორიტი დესერტია.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • 3 კვერცხი
  • 125გ ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი გააფქვიერებელი
  • 125გ შაქარი
  • 8 სუფრის კოვზი კაკაო

ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გამოაცხვეთ 180-200 გრადუსზე. გააგრილეთ.

სუფლე:

  • 5 ცილა
  • 300გ შაქრის ფხვნილი
  • 10გ ჟელატინი
  • 100გ წყალი
  1. ჟელატინი მოათავსეთ წყალში 10 წუთი. გააცხელეთ გალღვობამდე და გააგრილეთ.
  2. ათქვიფეთ ცილა. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და განაგრძეთ თქვეფა. ჩაასხით ჟელატინი და საგულდაგულად ათქვიფეთ.
  3. კორჟი შეგიძლიათ გაჭრათ ორ ნაწილათ ან მოათერით ზედა ნაწილი და დატოვეთ ერთი. კორჟი მოათავსეთ ფორმაში, შეგიძლიათ დანამოთ, მოასხით სუფლე.
  4. თუ 2 კორჟი გაქვთ, მაშინ სუფლეზე მოათავსეთ მეორე კორჟი. მოათავსეთ მაცივარში.

მინანქარი:

  • 150გ შავი შოკოლადი
  • 100გ კარაქი

5.ქვაბში მოათავსეთ კარაქი და შოკოლადი. დაბალ ცეცხლზე გაალღვეთ, ურიეთ განუწყვეტლივ.

6.ტორტს მოასხით შოკოლადის ნინანქარი.

გემრიელად მიირთვით!