სტუმართმოყვარე დიასახლისებს ძალიან გვიყვარს სხვადასხვა გემრიელი და არომატული პეროგების მომზადება. სამწუხაროდ, ცხოვრების თანამედროვე ტემპიდან გამომდინარე, ჩვენ დროის დეფიციტს განვიცდით და უწინდებური სიხშირით ვეღარ ვახერხებთ სხვადასხვა გმერიელი კერძების, დესერტებისა და დელიკატესების მომზადებას.
მწვანე ხახვისა და კვერცხის პეროგი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ, გამორჩეულია იმით, რომ მზადდება სწრაფად და მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, თანაც კერძი მართლაც ძალიან გემრიელი და არომატული გამოდის.
კვერცხის უგემრიელესი პეროგი მწვანე ხახვით
ინგრედიენტები ცომისთვის:
- 4 კვერცხი
- 7 ს.კ. ფქვილი
- 1/3 ჩ.კ. საჭმელი სოდა
- 200 გრამი არაჟანი
- 1 ს.კ. მაიონეზი
- მარილი გემოვნებით
ინგრედიენტები შიგთავისთვის:
- 6 მოხარშული კვერცხი
- მწვანე ხახვის მოზრდილი კონა
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
1. პირველ რიგში, მოამზადეთ ცომი: ათქვიფეთ 4 კვერცხი მწიკვ მარილთან ერთად, ჩაამატეთ მაიონეზი და არაჟანი, ნელ-ნელა, ეტაპობრივად დაამატეთ ფქვილისა და სოდის ნარევი. ურიეთ კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
2. ხახვი დაჭერით წვრილად, მოხარშული კვერცხი კი – საშუალო ზომის კუბიკებად. შეურიეთ ისინი ერთმანეთში და მოაყარეთ მარილი თქვენი გემოვნების მიხედვით (გირჩევთ, არ გადააჭარბოთ).
3. საცხობ ფორმას შეაზილეთ კარაქი ან მცენარეული ზეთი, ჩაასხით მასში ცომის ერთი ნახევარი, მოათავსეთ ზემოდან შიგთავსი და დაასხით ზემოდან ცომის მეორე ნახევარი.
4. შედგით პეროგი გამოსაცხობად 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში ქერქის ყავისფრად შეფერვამდე.
როგორც ხედავთ, კვერცხისგან და მწვანე ხახვისგან უგემრიელესი პეროგის მოსამზადებლად თქვენ მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგეხარჯებათ. პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ კვერცხის ეს პეროგი მართლაც ძალიან არომატული და იმდენად გემრიელია, რომ თეფშიდან მალევე ქრება.
თუ მოგეწონათ რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!