სწრაფი ორცხობილა, რომელიც იდეალურად ავსებს ჩაის საღამოს

1861

როცა გემრიელი ცხობილით პირის ჩატკბარუნება გინდათ, მაგრამ მოსამზადებლად დრო არ გაქვთ. ეს რეცეპტი ნამდვილად გამოგადგებათ!

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 260გ
  • შაქარი 100გ
  • კარაქი 110გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • რძე 1 სუფრის კოვზი
  • ვანილი 8გ
  • გამაფხვიერებელი 5გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ დარბილებული კარაქი, კვერცხი, შაქარი, ვანილი და რძე. დაუმატეთ ცოტა მარილი. მოურიეთ ინგრედიენტებს ნიჩბით.

2.გაცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი. ნელ-ნელა დაუმატეთ ჯამში არსებულ მასას და მოზილეთ ცომი. გააგრძელეთ ხელით მოზილვა. უნდა მიიღოთ რბილი ცომი.

3.ჯამს დააფარეთ ხელსახოცი და შეინახეთ მაცივარში 30 წუთი. გამოიტანეთ მაცივრიდა და გააბრტყელეთ.

4.დაჭერით ცომი კუბიკებად. კვერცხის გული ათქვიფეთ და წაუსვით კვადრატებს. ჩანგლით შეგიძლიათ დახატოთ ორნამენტი.

5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 13-15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!