სუთის უგემრიელესი კატლეტები

746

სარესტორნო კატლეტებს სახლში მომზადებულისგან განსხვავებული გემო და არომატი აქვს, ეს არ არის დამოკიდებული ხორცის ხარისხზე, მაგრამ მის მომზადების მეთოდს ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. დღეს ჩვენ სუთის კატლეტებს ბადეში მოვამზადებთ ისე, როგორც რესტორნის მზარეულები ამზადებენ.

ეს ხრიკი არამარტო ღორის, არამედ საქონლის ხორცისთვისაც გამოგადგებათ.

ინგრედიენტები

  • ღორის ფარში 1კგ
  • როზმარინი 10გ
  • ძორა 1 სუფრის კოვზი
  • ნიორი 3 კბილი
  • ფენხელი 1 სუფრის კოვზი
  • ორეგანო 10გ
  • წიწაკა ჩილი 1 სუფრის კოვზი
  • პაპრიკა 1 სუფრის კოვზი
  • წითელი ღვინო 60მლ
  • ცხიმის ბადე 200გ
  • მზესუმზირის ზეთი 1 სუფრის კოვზი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.ძირას და ფენხელის მარცვლები დაყარეთ მშრალ ტაფაზე და შეწვით. მარცვლები მომზადების შემდეგ დააქუცმაცეთ.

2.მიღბული ფხვნილი დაუმატეთ ფარშს ღვინოსთან, დაჭყლეტილ ნიორთან, როზმარნთან და ორეგანოსთან ერთად. მოაყარეთ წიწაკა, მარილი და პაპრიკა.

3.მოზილეთ ფარში, დააფარეთ პაკეტი და შეინახეთ მაცივარში 1 საათი.

4.ამასობაში ცხიმის ბადე გარეცხეთ ცივ წყალში, დაჭერით კვადრატებად. გაციებული გარსისგან გააკეთეთ კატლეტები და თითოეული გადაახვიეთ ბადეში.

5.შეწვით კატლეტები 5-5 წუთი თითოეული მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!