სტაფილოსა და ვაშლის სუპ-პიურე: გემრიელი დუეტი

1326

სუპ-პიურეს არასაინტერესო კერძად აღქმა დაუშვებელია. მისი ტექსტურის და შემადგენლობის მეშვეობით უამრავი კერძის შექმნა შიძლება.

სუპი გამოდის ნაზი და ძალიან არომატული. ჩემს ოჯახის წევრებს ძალიან მოსწონთ.

ინგრედიენტები

  • 6 ცალი სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 1 მწვანე ხახვი
  • ჯანჯაფილი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ვაშლი
  • 1,5მლ ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი
  • 30მლ ზეითუნის ზეთი

მომზადება

  1. გაასუფთავეთ ვაშლი და სტაფილო, დაჭერით საშუალო ნაჭრებად.
  2. გაასუფთავეთ ხახვი, ჯანჯაფილი და ნიორი, დაჭერით პატარა ნაჭრებად.
  3. ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ ხახვი. მოთუშეთ, დაუმატეთ ნიორი და ჯანჯაფილი. მოთუშეთ ბოსტნეული 3 წუთის განმავლობაში.
  4. ბოსტნეულის მოთუშვიესას ბულიონი მოათავსეთ ქვაბით ცეცხლზე და წამოადუღეთ. შემდეგ დაუმატეთ მოთუშული ბოსტნეული და ხარშეთ 2 წუთი.
  5. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, დაუმატეთ სტაფილო და ვაშლი, მოხარშეთ ბოსტნეულის დარბილებამდე.
  6. მზა სუპიდან გადმოასხით ბულიონის ნაწილი და აქციეთ პიურედ. შეგიძლიათ ბულიონის წყლით აკონტროლოთ კერძის სისქე.
  7. მზა სუპი წამოადუღეთ. მზად არის!

გემრიელად მიირთვით!