ეს ორიგინალური რეცეპტი სამხრეთ იტალიიდან უნდა იყოს. თუმცა, დღეს იგი იტალიის გარეთ უფრო პოპულარულია. კერძი ძალზე ნოყიერია, სადილად მშვენიერია და ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ.
ინგრედიენტები:
- 500 გრ ძროხის მჭლე ხორცი, გატარებული
- 2 ს.კ. ოხრახუში
- 60 გ სალიამი
- 60 გ ყველი პარმეზანი
- 3 ს.კ. ტომატ-პასტა
- 1 კვერცხი
- 60 გ კარაქი
- 1 ხახვი
- 1 ს.კ. რეჰანი
- 1 ჩ.კ. ხმელი თავშავა
- 400 გ (2 ქილა) წვნიანი
- პამიდორი
- 120 მლ საქონლის ბულიონი
- 120 მლ მშრალი თეთრი ღვინო
- 1 ჩ.კ. შაქარი
- 500 გ სპაგეტი
მომზადების წესი:
- ძროხის ხორცი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და სალიამი, ახალგახეხილი პარმეზანი და 1 ს.კ. ტომატ-პასტა ჯამში კარგად აურიეთ, დაახალეთ კვერცხი. მოზილეთ და კაკლის ზომის ბურთულები გააკეთეთ.
- დიდ ტაფაში დაბალ ცეცხლზე 2 ს.კ. კარაქი გაადნეთ, შიგ გუფთები ჩააწყვეთ და შეწვით.
- წვრილად დაჭრილი ხახვი, რეჰანი და ხმელი თავშავაც მორჩენილ კარაქში, საშუალო ცეცხლზე მოშუშეთ. დაუმატეთ ტომატ-პასტა, საქონლის ბულიონი, ღვინო და შაქარი. ადუღეთ დაახლოებით 30 წთ, მოკლებამდე.
- სპაგეტი ბოლომდე არ მოხარშოთ.
- გუფთები საწებელში ჩაალაგეთ და გააცხელეთ. სუფრაზე სპაგეტისთან ერთად, ცხელი მიიტანეთ.