სპაგეტი ახალი პამიდვრის საწებლით-უგემრიელესი კერძი!

1897

ეს კერძი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გემრიელი, თუ მას ახალი პამიდვრით მოამზადებთ, ზაფხულში მწიფე პამიდორს ხომ განსაკუთრებული გემო აქვს.

ინგრედიენტები:

  • 500 გ სპაგეტი
  • 1 კგ ხვიარა პამიდორი
  • 250 გ ყველი მოცარელა
  • 1 კონა  რეჰანი
  • 90 მლ (1/2 ჭიქა) ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • 1 ლიმონის წვენი
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი და შავი პილპილი

მომზადების წესი:

  1. დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მარილი და მაღალ ტემპერატურაზე აადუღეთ, ჩაყარეთ სპაგეტი, ბოლომდე არ მოხარშოთ.
  2. სანამ სპაგეტი მზადდება, შუაზე გაჭრილი პამიდორი დამდუღრეთ, კანი მოაცილეთ და მსხვილად დაჭერით.
  3. მომზადებული სპაგეტი დიდ ჯამში გადაიტანეთ. დაუმატეთ პამიდორი, კუბებად დაჭრილი მოცარელა, რეჰანის ფოთლები, ზეთი, ლიმონის ახალგამოწურული წვენი და ნიორი. შეაზავეთ მარილითა და ახალდაფქული პილპილით. ჯამი მძლავრად შეანჯღრიეთ და სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.