სოსისის ტოლმა – მარტივი და თანამედროვე კერძი

1497

ტოლმა რომ ქართველებს ძალიან გვიყვარს ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ის თითქმის ყველა ოჯახში კეთდება საახალწლოდ, მაგრამ ცოტა თუ აკეთებს სოსისის ტოლმას. ვისაც ტრადიციული ტოლმა არ გიყვართ, სცადეთ ეს ვარიანტი. იქნებ თქვენი საყვარელი კერძიც აღმოაჩინოთ.

ინგრედიენტები:

  • კომბოსტოს 16 ფოთოლი
  • 300 გ სოსისი
  • 1/2 თავი  ხახვი
  • 80 გ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 50 გ ყველი
  • 2 ს/კ ტომატი
  • ხორცის ბულიონი
  • რძე
  • თეთრუ პური
  • პილპილი, მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კომბოსტოს ფოთლები ვხარშოთ მარილიან წყალში რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ გადავავლოთ ცივი წყალი და გადავიტანოთ საწურზე. ფარშის მოსამზადებლად ხახვი დავჭრათ წვრილად და შევწვათ კარაქში.
  2. დაჭრილი სოსისი შევურიოთ შემწვარ ხახვს, დავუმატოთ კვერცხი, რძეში დამბალი პური, გახეხილი ყველი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით. მომზადებული ნარევი გადავიტანოთ კომბოსტოს ფოთლებზე, შევახვიოთ ტოლმა, დავაწყოთ ტაფაზე და შევწვათ კარაქში შეწითლებამდე. შემდეგ ტოლმა გადავიტანოთ ქვაბში, დავასხათ ბულიონით შეზავებული ტომატი, დავახუროთ ქვაბს თავსახური და ვშუშოთ 1 საათის  განმავლობაში.
  3. საჭიროების შემთხვევაში, დავუმატოთ ხორცის ბულიონი.