სოსისის კატლეტები- განუმეორებელი რეცეპტი!

899

მე ძალიან მიყვარს უცნაური ექსპერიმენტები, ამიტომაც ხშირად ვამზადებ არასტანდარტული რეცეპტებით. ეს ჩემი ექსპერიმენტებიდან საუკეთესო კერძია, ამიტომაც მოდით ერთად მოვამზადოთ.

ინგრედიენტები

  • 4 ცალი რძიანი სოსისი
  • 2 ქათმის კვერცხი
  • 4 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 200გ ყველი
  • 1 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 200გ არატკბილი სიმინდის ფანტელები

მომზადება

1.წვრილად დაჭერით სოსისი დაუმატეთ გახეხილი ყველი, არაჟანი, ფქვილი და შავი წიწაკა. სოსისი ხშირად მარილიანია, ამიტომაც მარილის დამატება არ არის საჭირო. კარგად მოურიეთ. ფარში მზად არის.

3.სიმინდის ფანტელი დააქუცმაცეთ. ფარშს მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ ფანტელებში.

თუ სიმინდის წვრილ ფანტელებს გამოიყენებთ, კატლეტების ზედაპირი იქნება მეტად ნაზი და სასიამოვნოდ ხრაშუნა. მე ვიყენებ სიმინდის ფანტელები კლასიკურ ვარიანტს, დანამატების გარეშე.

ამ მარტივი რეცეპტის დახმარებით, მარტივად მოამზადებთ ნოყიერ კერძს.

გემრიელად მიირთვით!