გატა – აღმოსავლური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საკონდიტრო ნაწარმია. ამ რეცეპტს სომხებს და აზერბაიჯანელებს უნდა ვუმადლოდეთ, რომლებმაც ამ დესერტს გატა დაარქვეს.
გახსოვთ ფილმი “კავკასიელი ტყვე”? სიმღერაზე “მე რომ სულთანი ვიყო” მთავარი პერსონაჟი ნინა მიირთმვდა გატას. ამ ტკბილეულის ტრადიციული ფორმა მომრგვალოა. ხშირ შემთხვევაში გატას ორცხობილის ფორმებს აძლევენ. მისი შიგთავსი მზადდება ფქვილით, შაქრით და ზეთით, რომელსაც ხორიზი ჰქვია.
გატას მომზადების წესი მის მომზადების ადგილზე ანუ რეგიონზეა დამოკიდებული. დღეს ჩვენ ამ საოცარი რეცეპტის გაზიარება გვინდა.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 1კგ
- კარაქი 350გ
- არაჟანი 200გ
- სოდა 0,5 ჩაის კოვზი
- ვანილი 15გ
- კვერცხი 2 ცალი
- შაქარი 250გ
- რძე 30მლ
მომზადება
- დაჭერით 250გ კარაქი და დაუმატეთ 750გ ფქვილი და ვანილი. კარგად შეურიეთ ერთმანეთს.
- ფქვილის მასას დაუმატეთ არაჟნის და სოდის ნარევი.
- დაუმატეთ 1 კვერცხი, მოზილეთ ცომი, შეახვიეთ პაკეტში და მოათავსეთ მაცივარში.
- შიგთავსისთვის გაცერით 250გ ფქვილი, დაუმატეთ შქარი, ჩაასხით 100გ გამღვალი კარაქი. უნდა გამოგივიდეთ ფხვიერი მასა.
- ცომი გაყავით 2 ნაწილად. თხლად გააბრტყელეთ და თანაბრად მოაყარეთ შიგთავსი.
- დაახვიეთ რულეტისებურად და დაჭერით საშუალო ნაჭრებად.
- გამოსაცხობი ფირფიტა ამოფინეთ ქაღალდით, დაალაგეთ დატა. ცომს ზემოდან წაუსვით რძისა და კვერცხის გულის ნარევი.
- გამოაცხვეთ 30 წუთი.
შიგთავსს შეგიძლიათ დაუმატოთ დარიჩინი, თხილი და ზემოდან მოაყაროთ სეზამის მარცვალი. მოამზადეთ და ისიამოვნეთ!