წვნიანი კერძი -სუპი, სადილის პირველ თავად ითვლება. იგი ადვილი მოსანელებელია, მას მაქსიმალურად ითვისებს ადამიანის ორგანიზმი. დღეს შესანიშნავ სოკოს წვნიანს მოვაზამდებთ.
ინგრედიენტები:
- გამხმარი სოკო – 250 გრამი
- ხახვი – 2-3 თავი
- მზესუმზირას ზეთი – 5 სუფრის კოვზი
- პურის ფქვილი – 1 სუფრის კოვზი
- დაფნის ფოთოლი – 1-2 ცალი
- დაჭრილი ქინძი 1/2 ჩაის ჭიქა
- შავი პილპილი – 1-2 ჩაის კოვზი
- მარილი – გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
გამხმარი სოკო კარგად გავრეცხოთ ცივ წყალში. დავალბოთ რამდენიმე საათით ადრე. შემდეგ მოვხარშოთ იმავე წყალში. წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი მოვხრაკოთ ზეთში. მოხარშული სოკოები ამოვიღოთ, დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ ზეთში. შემდეგ ისევ ჩავაყაროთ ქვაბში, ჩავლესოთ ერთი სუფრის კოვზი პურის ფქვილი. შევაზავოთ მარილით და შავი პილპილით. ჩავდოთ 1-2 ცალი დაფნის ფოთოლი.