სოკოს ნამცხვარი უსწრაფესად

581

ინგრედიენტები

  • ფენოვანი საფუარიანი ცომი
  • ინდაურის ფარში 350გ
  • სოკო 350გ
  • ხახვი 1 ცალი
  • კარაქი 60გ
  • მაიონეზი 30გ
  • კვერცხის ცილა 1 ცალი
  • მარილი 5გ
  • დაფქული წიწაკა 1გ
  • მარგარინი 30გ
  • ფქვილი 10გ

მომზადება

  1. კარაქში შეწვით დაჭრილი სოკო და ხახვი 5 წუთის განმავლობაში.
  2. დაუმატეთ მაიონეზი, მარილი, წიწაკა და დაელოდეთ 3 წუთი.
  3. ცალკე შეწვით დარში ხახვთან ერთად.
  4. სოკოს დაუმატეთ ფარში.
  5. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით მარგარინი და მოაყარეთ ფქვილი.
  6. ფორმაში ჩააფინეთ ცომი ისე, რომ გვერდებზე გადმოდიოდეს.
  7. მოათავსეთ შიგთავსი.
  8. ნამცხვრის ზედა ნაწილს წაუსვით კვერცხის ცილა.
  9. გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 35 წუთი.

გემრიელად მიირთვით!