სიმინდის ორცხობილა წვნიანი ვაშლის შიგთავსით. მარტივი რეცეპტი

341

კარამელიზებული ვაშლის და დარიჩინის კლასიკური კომბინაცია ცომეულის საოცარი შიგთავსია. ასეთი გემრიელი კომბინაციის მოყვარულებს დღევანდელი რეცეპტი მოეწონებათ. არჩევანი არ დარჩებათ, რომ უნაზესი სიმინდის ორცხობილა ვაშლით არ გამოაცხონ.

წვნიანი ხილის შიგთავსი ცომეულს საოცრად გემრიელს ხდის. ერთ ორცხობილაზე ვერ გაჩერდებით. ამის გაკეთება არც ღირს! ახალი ცომეული ხომ ყველაზე გემრიელი და არომატულია. ჩაიზე მისაყოლებლად მაშინვე სუფრაზე გაიტანეთ.

როგორ მოვამზადოთ სიმინდის ორცხობილა ვაშლით

დრო რომ დაზოგოთ, მითითებული ეტაპების თანმიმდევრობა დაიცავით. ჯერ ცომი მოზილეთ, შემდეგ შიგთავსი მოამზადეთ. სანამ ცომი საყინულეში ისვენებს, ვაშლსა და დარიჩინზე ჯადოქრობას მოასწრებთ.

ინგრედიენტები:

  • 180 გ კარაქი
  • 170 გ სიმინდის ფქვილი
  • 0,25 ჩ/კ მარილი
  • 50 მლ რძე
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • 170 გ შაქარი
  • 150 გ ხორბლის ფქვილი
  • 1,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 კვერცხი
  • 2 ვაშლი

მომზადების წესი:

1. გაცრილი ხორბლის და სიმინდის ფქვილი ღრმა თასში აურიეთ. მარილი, 100 გ შაქარი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. 150 გ კარაქი დაუმატეთ. ნაფშვენის მიღებამდე კარგად აურიეთ.

2. რძე და კვერცხი დაუმატეთ. ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ. პარკში მოათავსეთ და 20 წუთით საყინულეში შეინახეთ.

3. შიგთავსი მოამზადეთ. ვაშლი კარგად გარეცხეთ. შუაგული მოაშორეთ. ხილი პატარა კუბებად დაჭერით

4. 70 გ შაქარი და 30 გ კარაქი ტაფაზე გააცხელეთ. კარგად აურიეთ. ცეცხლზე 1 წუთით გააჩერეთ. როცა კარაქი გადნება, დაჭრილი ვაშლი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ.

5. ვაშლს თავსახური დაახურეთ. 5 წუთით ჩაშუშეთ. დაფქული დარიჩინი დაუმატეთ და აურიეთ. კიდევ 2 წუთით ქურაზე გააჩერეთ. შემდეგ შიგთავსს გაგრილება აცადეთ.

6. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ. ცომი თხელ მართკუთხედად გააბრტყელეთ. მასზე ცივი ვაშლის შიგთავსი თანაბრად გაანაწილეთ. შემდეგ რულეტივით დაახვიეთ.

7. თანაბარი ზომის ნაჭრებად დაჭერით. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. 180 გრადუსზე 20-25 წუთით აცხვეთ.

ორცხობილებს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ და კულინარიული უნარებისთვის ქების მისაღებად მოემზადეთ. ოჯახის წევრები თქვენს მცდელობას აუცილებლად დააფასებენ.