სიმინდის მოხარშვისას თურმე უამრავ შეცდომას ვუშვებთ!

1942

სიმინდის მოხარშვა ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ რამდენად სწორად ხარშავთ?

სანამ ამ სტატიას წავაწყდებოდი, ვერც კი წარომედგინა რამდენ შეცდომას ვუშვებდი.

ზაფხულს ძალიან ველოდები სიმინდის გამო.

ამ სტატიის შენახვას აუცილებლად გირჩევთ!

სიმინდის უამრავი ჯიში არსებობს. პოპკორნი მზადდება ფეთებადი სიმინდისგან, რომელიც სათავეს იაპონიიდან იღებს. მოსახარშად აუცილებლად ტკბილ სიმინდს გირჩევთ.

სანამ სიმინდს შეარჩევთ, აუცილებლად გასინჯეთ. თუ ის ტკბილი და წვნიანია, მაშინ თამამად აიღეთ.

მომზადება

1.პირველ რიგში გაასუფთავეთ სიმინდი და მოათავსეთ ქვაბში. დაასხით წყალი და დაელოდეთ 1-2 საათი. აუცილებელია სიმინდი დაასვენოთ, რათა დარბილდეს.

2.ქვაბში ჩაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. ადუღების შემდეგ მასში მოათავსეთ სიმინდი.

3.ახალგაზრდა სიმინიდ მზად 20-30 წუთის შემდეგ იქნება, ხოლო ოდნავ ძველი კი 30-40 წუთი. თუ ზალიან მაგარი ტაროები შეგხვდათ 2-3 საათი უნდა მოხარშოთ. მოხარშვამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ წყალს მარილი.

4.თუ ხარშვისას სიმინდს დაუმატებთ კარაქს, ის მეტად რბილი გახდება და გემოც გაუმჯობესდება.

5.როცა სიმინდი მოიხარშება გადაასხით წყალი, დაფარეთ ქვაბს თავსაფარი, შეფუთეთ და დაელოდეთ 20-30 წუთი.

6.30 წუთის შემდეგ მოხსენით შესაფუთი მასალა და დატკბით შედეგით.

რჩევები

1.სიმინდის დარბილების შემდეგ უმჯობესია გარეცხოთ ტარო გამდინარე წყალში.

2.თუ ტაროზე შავ მარცვლებს შეამჩნევთ აუცილებლად მოაშორეთ, რადგან ისინი მთელს ტაროს გააფუჭებენ.

3.შეარჩიეთ დაახლოებით ერთი ზომის ტაროები, რათა ერთდროულად მოიხარშოს.

4.თუ ძალიან მაგარი ტაროები შეგხვდებათ დაარბილეთ რძისა და წყლის მასაში რაოდენობით 1:1.

5.სიმინდი შეგიძლიათ მოამზადოთ მულტისახარშ ქვაბში.

გემრიელად მიირთვით!