სიმინდისა და ყაბაყის ალადები გუაკამოლით უგემრიელესია!

1443

გუაკამოლეს სოუსი – მზადდება ავოკადოსგან. აზავებენ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვით, მარილით, წიწაკით. ზომიერად აწურავენ ლიმონისა და პამიდვრის წვენს.

ინგრედიენტები: 

  • 150 გ სიმინდი
  • 1 ყაბაყი
  • 4 მწვანე ხახვი
  • 3 ს.კ. საფუვრიანი ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ. ქორფა ქინძი
  • 1 წითელი წიწაკა
  • მარილი, შავი პილპილი
  • 60 მლ (4 ს.კ.) ზეთი
  • გუაკამოლე, სიმინდის ჩიპსები, ლაიმი

მომზადების წესი: 

  1. სიმინდის მარცვლებსა და ყაბაყს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ფქვილი, ოდნავ ათქვეფილი  კვერცხები, მსხვილად დაჭრილი ქინძი და წიწაკა. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. კარგად მოურიეთ.
  2. დიდ ტაფაზე ზეთი კარგად გააცხელეთ, სიმინდიანი მასა ტაფაზე სადილის კოვზით, ულუფებად გადაიტანეთ და 4-6 წთ ორივე მხრიდან შეწვით. ტაფიდან ბრტყელპირიანი  კოვზით ამოიღეთ და ქაღალდის ტილოზე შესაშრობად დაალაგეთ.
  3. სუფრაზე თბილი მიიტანეთ გუაკამოლის სოუსთან, ლაიმის თხელი ნაჭრებთან და სიმინდის ჩიპსებთან ერთად.