აივარი – ბალკანური სამზარეულოს სიამაყეა. სერბები, ხორვატები და მაკედონელებიც თავიანთ ტრადიციულ კერძად აღიარებენ.
აივარი – გამოდგება სოუსად, გარნირად და უბრალოდ სენდვიჩების შიგთავსადაც.
აივარს ყევა თავისებურად ამზადებს, ამიტომაც მისი მრავალი ვარიაცია არსებობს.
ინგრედიენტები
- 3კგ წითელი წიწაკა
- 2 ხახვი
- 10 კბილი ნიორი
- 1 ცალი წიწაკა ჩილი
- 250მლ მცენარეული უსუნო ზეთი
- 100მლ ვაშლის ძმარი ან 1/2 ლიმონის წვენი
- 1 სუფრის კოვზი შაქარი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- გარეცხეთ წიწაკა, მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე.
- შემწვარი წიწაკა მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში, დააფიქსირეთ ბოლოები და მოხარშეთ რამდენიმე წუთი. ამ მეთოდის მას ქერქი ადვილად მოშორდება.
- ხახვი დაჭერით მრგვად და მოთუშეთ ზეთში.
- ხახვი, ნიორი, ჩილი, და წითელი წიწაკა გაატარეთ ხორცსაკეპში. მიღებული მასა მოათავსეთ დიდ ქვაბში, ჩაასხით ზეთი, მოაყარეთ მარილი, წიწაკა და მოათავსეთ ცეცხლზე.
- ადუღების შემდეგ ხარშეთ დამატებით 10 წუთი, შემდეგ დააგემოვნეთ, დაუმატეთ ძმარი ან ლიმონის წვენი. ისევ წამოადუღეთ, გადაანაწილეთ სტერილურ ქილებში, შეფუთეთ და დაელოდეთ გაგრილებას.
გემრიელად მიირთვით!