სახლში მომზადებული ნატურალური მაწონი

1625

კავკასიაში რთულია ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელმაც არ იცის რა არის მაწონი. ეს მომჟავო რძის პროდუქტი შუასაუკუნეებიდან ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოში მაწონს ზაფხულში წყლის ნაცვლადაც კი სვამენ.

პროდუქტს მართლაც საოცარი თვისებები აქვს, მას ორგანიზმიდან გამოყავს ტოქსინები. ის ძალიან სწრაფად ამაგრებს იმუნიტეტს. ხოლო მათთ ვინც დიეტაზეა მაწონი ნამდვილად მოეწონება.

მომზადება

  • რძე 1ლ
  • არაჟანი 4 სუფრის კოვზი

მომზადება

1.ქვაბში ჩაასხით რძე და აადუღეთ საშუალო ცეცხლზე. თუ გინდათ, რომ მაწონი გამოვიდეს სქელი, მაშინ რძე ასადუღებლად დატოვეთ 5-10 წუთი.

2.გააგრილეთ მაწონი 37 გრადუსამდე. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში მაწონი გაფუჭდება. რძე ჩაასხით ქილაში.

3.ქილას დაუმატეთ არაჟანი და კარგად მოურიეთ. დააფარეთ ქაღალდი და შეკარით რეზინით.

4.მაწონს დააფარეთ პლედი და დატოვეთ 5-6 საათი. ამ დროის განმავლობაში ეცადეთ არ შეანჯღრიოთ ქილები.

შეინახეთ 2 სუფრის კოვზი მაწონი, რათა შემდეგ ჯერზე დაუმატოთ რძეს. ასე მეტად გემრიელი გამოვა.

გემრიელად მიირთვით!