სახლში მომზადებული ნატურალური ძეხვი

1021

თუნდაც ყველაზე გემრიელი ნაყიდი ძეხვი შეიცავს ნახევარ ხორცს და ლორს. მეორე ნახევრის ადგილს სამწუხაროდ ქიმიური დანამატები იკავებენ. სწორედ ამ ნივთიერებეის დახმარებით პროდუქტს შენახვის ვადა საგრძნობლად უხანგრძლივდება. თუ გინდათ, რომ 100% ნატურალური ძეხვი მიირთვათ, ერთადერთი გამოსავალი მისი სახლის პირობებში მომზადებაა.

იმის მიუხედავად, რომ ეს ძეხვი არ შეიცავლს ლორს, ის გამოდის საკმაოდ წვნიანი. ერთხელ თუ მოამზადებთ, არასოდეს შეიძენთ მაღაზიაში.

ინგრედიენტები

  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 0,5 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ნიგოზი
  • 1 სუფრის კოვზი მშრალი ან ახალი ნიორი
  • 2 სუფრის კოვზი პაპრიკა
  • 1,5კგ საქონლის ხორცი
  • 2კგ ქათმის ბარკალი
  • 1 ძეხვის მოსამზადებელი გარეკანი (სისქე 60მმ)
  • 75გ ზღვის მარილი
  • 1 სუფრის კოვზი მშრალი კამა
  • სურნელოვანი წიწაკა
  • 1 სუფრის კოვზი მშრალი ბაზილიკი
  • 350მლ ბულიონი
  • 1 სუფრის კოვზი შავი დაფქული წიწაკა

მომზადება

1.თავდაპირველად მოვამზადოთ ბულიონი. ამისათვის მოაშორეთ ძვლები და კანი ქათმის ბარკლებს. მოაყარეთ მარილი და წიწაკა. დაასხით წყალი და მოათავსეთ ცეცხლზე. მზა ბულიონი გააგრილეთ, შეინახეთ მაცივარში.

2.საქონლის ხორცი გაყავით 2 ნაწილად. ერთი გაატარეთ ხორცსაკეპში ქათმის კანთან ერთად. დარჩენილი ქათმის და საქონლის ხორცი დაჭერით კუბიკებად.

3.ღრმა ჯამში მოათავსეთ ხორცი და ფარში. დაუმატეთ თაფლი და კარგად მოურიეთ. ცალკე ჯამში მოათავსეთ სანალებლები, მარილი და დაუმატეთ ხორცს. კარგად მოურიეთ, ნელ-ნელა დაუმატეთ ბულიონი.

4.გარეკანი მჭიდროდ ამოავსეთ ფარშით. მთავარია ჟანგბადით არ ამოივსოს. თუ ჟანგბადის ბუშტუკები შეიპატა გარეკანში, მაშინ წვრილი წკირით დაჩხვლიტეთ და გამოდევნეთ. ბოლოები მჭიდროდ შეკარით ძაფით და საცხობ ფორმაზე ვერტიკალურად მოათავსეთ. რამდენიმე საათი დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე.

5.მოხარშეთ 1,5-2 საათი. მზა კერძი გააგრილეთ ცივ წყალში და გრილ ადგილას მოათავსეთ 12 საათი. მზა ძეხვი გადაახვიეთ ქაღალდში და შეინახეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!