გაუსაძლისი სიცხისას, აუცილებელი ცივი დესერტის მომზადება. გემრიელი მარწყვის ნაყინი, რომელსაც სახლის პირობებშიც მარტივად მოამზადებთ, ძალიან მოეწონებათ ბავშვებს.
ბანანი, მარწყვი და ქოქოსის ნაღები – ამ ზაფხულის მთავარ მშვენებაა! ისინი ვინც მხოლოდ მცენარეულ საკვებს ანიჭებენ უპირატესობას, ამ რეცეპტს აუცილებლად შეინახავენ.
ინგრედიენტები
- მარწყვი 400გ
- ქოქოსის ნაღები 100მლ
- ბანანი 300გ
- შაქრის ფხვნილი გემოვნებით
მომზადება
1.გაყინული ხილი ერთმანეთს კარგად გადაურიეთ. გამოიყენეთ ჩანგალი ან ბლენდერი.
2.ხილს დაუმატეთ ქოქოსის ნაღები. მოურიეთ. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
3.შეინახეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!