კრუასანების მარტივი რეცეპტი საფუარიანი ფენოვენი ცომისგან.
ინგრედიენტები
- ფენოვანი ცომის ფირფიტა 2 ცალი (400გ)
- შოკოლადისა და თხილის პასტა 8 სუფრის კოვზი
- კვერცხი 1 ცალი
- შაქრის ფხვნილი
ინგრედიენტები
- გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით.
- გაალღვეთ ფენოვანი ცომი, გაჭერით თითოეული ფირფიტა 4 ნაწილად. წაუსვით 1 სუფრის კოვზი შოკოლადის პასტა, კუთხიდან გამოტოვეთ 1,5სმ.
- კუთხეებს წაუსვით კვერცხი და დაახვიეთ რულეტისებურად. წაუსვით კვერცხი.
- გამოაცხვეთ 20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!