დაბალკალორიული რეცეპტი, რომელიც შეიცავს მხოლოდ და მხოლოდ 80კკ 100გ-ზე, მარტივად მზადდება და საოცრად გემრიელია.
ინგრედიენტები
- კეფირი 1ლ
- უცხიმო არაჟანი 3/4 ჭიქა
- შაქარი 1 ჭიქა
- ჟელატინი 2 სუფრის კოვზი
- წყალი 2 ჭიქა
- ვანილი 1/2 შეკვრა
მომზადება
- ჟელატინი მოათავსეთ თბილ წყალში 30-40 წუთი, შემდეგ დაბალ ცეცხლზე გაალღვეთ და მიიყვანეთ დუღილამდე. გადმოიტანეთ ცეცხლიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
- კეფირი, არაჟანი, შაქარი, ვანილი ათქვიფეთ მიქსერით 5-6 წუთი. ნელ-ნელა დაუმატეთ ჟელატინი და კიდევ 4-5 წუთი ურიეთ.
- მიღბული მასა ჩაასხით ფორმაში და მოათავსეთ მაცივარში 3-6 საათი. ზეფირი დაჭერით.
სახლში მომზადებული ზეფირი ძალიან უხდება ხილს და ჯემებს.
გემრიელად მიირთვით!