სახლში გამომცხვარი პური კეფირზე

699

გამოაცხეთ პური კეფირზე. შედეგად მიიღებთ ხრაშუნა ზედაპირს და რბილ გულს.

ინგრედიენტები

  • 150მლ წყალი
  • 350მლ კეფირი
  • 900გ ფქვილი
  • 20გ საფუარი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება

  1. თბილ წყალში გახსენით საფუარი, მარილი და შაქარი.
  2. დაუმატეთ ნახევარი ჭიქა ფქვილი და მოურიეთ, უნდა მიიღოთ არაჟნის კონსესტენციის მასა.
  3. დააფარეთ და დაელოდეთ 15 წუთი.
  4. დაუმატეთ თბილი კეფირი, კარგად მოურიეთ და მოზილეთ ცომი, დაუმატეთ ნელ-ნელა ფქვილი.
  5. გადააფარეთ და დატოვეთ 20 წუთი.
  6. ცომი დაამრგვალეთ და დაელოდეთ 15-20 წუთი.
  7. ზემოდან წაუსვით ზეთი ან ათქვეფილი კვერცხი.
  8. გამოაცხეთ 40 წუთი 200 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!