სახლის პირობებში მომზადებული ესტონური კექსი ქიშმიშით

627

ცომი გამოდის საოცრად ფაფუკი რადგან შედგება ათქვეფილი ცილისგან. ამ პროდუქტთან ფრთხილად უნდა ვიმუშაოთ, რათა შეინარჩუნოს თავისი სიფაფუკე და ჰაეროვნება. ესტონურ კექსში ქიშმიშის გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ შოკოლადის წვეთები, ცუკატები ან კენკრა.

ინგრედიენტები

  • კვერცხის ცილა 6-8 ცალი
  • ხორბლის ფვილი 160გ
  • გამაფხვერებლი 1 ჩაის კოვზი
  • შაქარი 150გ
  • ქიშმიში 80გ
  • კარაქი 100გ
  • სახამებელი 1 სუფრის კოვზი
  • მარილი
  • ვანილი

მომზადება

1.გარეცხეთ ქიშმიში და დაასხით ცხელი წყალი, 10 წუთში გადაასხით სითხე. გაგრილებულ ქიშმიშს მოაყარეთ სახამებელი.

2.აიღეთ 210-220გ ცილა და ათქვიფეთ შაქართან, ვანილთან და მარილთან ერთად ამოფუებამდე. ნელ-ნელა დაუმატეთ გამღვალი კარაქი.

3.ფქვილს დაუმატეთ სახამებელი და ნელ-ნელა შეიყვანეთ ცილა.

4.გამოსაცხობ ფორმაში ჩაასხით ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი.

გემრიელად მიირთვით!