ეკლერი, ნაპოლეონი, ჩიტის რძე, ნამცხვარი „კარტოფილი“ – ამ დესერტების გემო ბევრ ადამიანს ბავშვობიდან ახსოვს. ახლა ტრენდში ტორტებია, მაგრამ ზოგჯერ დედისეული „თაფლის ნამცხვარი“ ან ბებისეული ვაფლის მილები შესქელებული რძით გვენატრება. ნამცხვარი „ატამი“ თითქმის დავიწყებულია და სულ ტყუილად. მასში უნაზესი ფხვიერი ცომი მოხარშული შესქელებული რძის, კარაქის და ვანილის შიგთავსს იდეალურად ერწყმის.
არ მინახავს ადამიანი, რომელიც ამ ნამცხვრის მიმართ გულგრილია. ოდესღაც, 30 წლის წინ, დედასთან და დეიდასთან ერთად ჩემი დის ქორწილისთვის ნახევარი ათასი ატმის ნამცხვარი გავაკეთე.
Gastronomia.ge-ს რედაქცია ამ ნამცხვრის მომზადების ყველა ხრიკს და დეტალს გიზიარებთ. სამეფო სუფრის ღირსი ტკბილეულია!
ცომის ინგრედიენტები:
- 3 კვერცხი
- 1 ჭიქა შაქარი
- 100 გრ არაჟანი
- 10 გრ გამაფხვიერებელი
- 150 გრ რბილი კარაქი
- 3 ჭიქა ფქვილი
- მწიკვი მარილი
შიგთავსის ინგრედიენტები:
- მოხარშული შესქელებული რძე
- შემწვარი მიწისთხილი
- წყლის და შაქრის სიროფი
- ნარინჯისფერი და წითელი საღებავი (ან ჭარხლის და სტაფილოს წვენების სიროფი)
მომზადების წესი:
1. მოსახერხებელ თასში კვერცხი, არაჟანი, შაქარი და რბილი კარაქი აურიეთ. ფქვილი და გამაფხვიერებელი ორ ეტაპად დაუმატეთ. ასევე შეგიძლიათ გემოს ბალანსისთვის მწიკვი მარილი დაუმატოთ.
2. ცომი შეკარით და მაცივარში ნახევარი საათით გააჩერეთ.
3. ცომიდან ბურთები გააკეთეთ (45 გრამიანი), ცალი მხრიდან ოდნავ გააბრტყელეთ და 15 წუთით საყინულეში შეინახეთ (ამის გარეშეც შეიძლება). 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ.
4. ცხელი მზა პროდუქტიდან შუაგული ამოიღეთ. ეს შუაგულები დააბლენდერეთ, მოხარშული შესქელებული რძე აურიეთ. მომავალი ნამცხვრის თითოეულ ნახევარში შესქელებული რძის შიგთავსი მოათავსეთ, თითო ცალი მიწისთხილი დაუმატეთ. ნამცხვრების ნახევრები შეაწებეთ.
5. ნამცხვრების შესაღებად წყლის და შაქრის (1:1) სიროფი ხარშეთ, გააგრილეთ და ორ ჭურჭელში ჩაასხით. წითელ და ნარინჯისფერ ფერებში შეღებეთ. თავდაპირველად ატმები მთლიანად ნარინჯისფერში ამოავლეთ, შემდეგ ცალი გვერდით წითელში ჩააწეთ და წვრილ შაქარში ამოავლეთ. შაქარს გაშრობა აცადეთ, შემდეგ სუფრაზე გაიტანეთ.
სხვათა შორის, ადრე სიროფებს ჭარხლის და სტაფილოს წვენებით ღებავდნენ. ახლა, როცა ბოსტნეულის გამოყენების დრო ან სურვილი არ გაქვთ, რამდენიმე წვეთი საკვები საღებავი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
მოწითალო საყვარლობა, უბრალოდ წარმოუდგენლად გემრიელი და ლამაზია. თან ჩვენი ბავშვობიდან. აი, მომინდა და გამოვაცხვე. რეცეპტი ჩაინიშნეთ!
მრგვალი, არომატული ნამცხვრების მთა ახლა სამზარეულოში თეფშზე მიწყვია. ახლა მსურს, ისე, როგორც ბავშვობაში, თეფშიდან ჩუმად ავიღო, აქეთ–იქით მიმოვიხედო, ვინმე ხომ არ მიყურებს. ძალიან მაცდურად გამოიყურება!