საქონლის კუდების ხალადეცი: მყარი, არომატული და ძალიან გემრიელი

2272

ხალადეცი მართლაც ხალხური კერძია. როდესაც დიასახლისს სუფრაზე გამოაქვს იდეალურად შეზავებული თანთალა ხორცის მასა, დანარჩენი კერძები უკვე ფერმკრთალდება და მეორე პლანზე გადადის.

იცოდით, რომ ყველაზე გამჭვირვალე ხალადეცი საქონლის კუდებისგან გამოდის? არც თუ ისე მადისაღმძვრელად ჟღერს, მაგრამ ეს მართლაც ასეა. არცერთი გრამი ცხიმი (ღორის ხალადეცისგან განსხვავებით), მხოლოდ ნაზი ხორცი.

ინგრედიენტები

  • 2 კგ საქონლის კუდი
  • 1ც ხახვი
  • 10 ც მიხაკი
  • 1 ც სტაფილო
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 10 ც შავი პილპილის კაკალი
  • 1 ს.კ. ძმარი
  • 6 კბილი ნიორი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ. ზეთი

მომზადება

1. დაჭერით სეგმენტებად საქონლის კუდები და ჩაალბეთ წყალში რამდენიმე საათით. შემდეგ გაამშრალეთ და შეწვით ზეთში.

2. მოათავსეთ ხორცი ემალის ქვაბში და დაასხით წყალი ისე, რომ დაახლოებით 4 თითის სიმაღლით ფარავდეს.

3. მაღალ ცეცხლზე აადუღეთ ხორცი, როცა წამოდუღდება, დაუკელით ცეცხლს, მოხსენით ქაფი. ხარშეთ ნელ ცეცხლზე 4 საათის განმავლობაში.

4. დაამატეთ გაფცქვნილი ხახვი, მიხაკი და გათლილი მთლიანი სტაფილო. ხარშეთ კიდევ 1 საათი.

5. ამოიღეთ ხახვი და სტაფილო, ასევე ხორციც. განაცალკევეთ ძვლისგან, გაწურეთ ბულიონი და ისევ ჩაასხით ქვაბში. დააბრუნეთ ბულიონში ძვალი, დაამატეთ პილპილის კაკლები და 30-40 წუთი ხარშეთ. გაწურეთ და დაუმატეთ მარილი.

6. დაჭერით ხორცი, მოათავსეთ ფორმაში, ზემოდან დააწყვეთ რგოლებად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, დაასხით ბულიონი, დააფარეთ საკვების ცელოფანი და შედგით მაცივარში მინიმუმ 3 საათით.

საუცხოო ცივი ხემსი მზადაა და შესანიშნავად ინარჩუნებს ფორმას ყოველგვარი ჟელეს გარეშე. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!