საუცხოო კერძი – მოხარშული კობრი ნიგვზის საწებლით

1845

მტაცებელი თევზებიდან, კობრისგან მომზადებული სხვადასხვა ტიპის კერძი მსოფლიო კულინარიის საგანძურია. დღეს გასტრონომია წარმოგიდგენთ მოხარშულ კობრს ნიგვზის საწებლით.

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი გასუფთავებული კობრი (1,5 კგ)
  • 600-800 გ ნიგოზი
  • 1 პატარა კონა აყვავებული ქინძი
  • 1 ჩ.კ. უცხო სუნელი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • მარილი
  • წიწაკა

მომზადების წესი:

  1. კობრი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. მოზრდილ ქვაბში ავადუღოთ წყალი და ჩავყაროთ მარილი, ჩავაწყოთ თევზის ნაჭრები და მოვხარშოთ. ქვაბი გადმოვდგათ, შიგ ჩავასხათ 500 მლ ცივი წყალი, რომ ცხელი ნახარში გააგრილოს. თევზის ნაჭრები ქაფქირით ფრთხილად ამოვიღოთ და ლანგარზე დავაწყოთ.
  2. ნიგოზი დავნაყოთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ 2-3-ჯერ გავატაროთ, დავუმატოთ ნიორი, ქინძი, სანელებლები და ცოტა ცხელი წყალი, შემდეგ გადავიტანოთ ბლენდერში და დავაქუცმაცოთ. ნიგვზის საწებელს დავასხათ იმდენი წყალი, რომ სასურველი კონსისტენცია მივიღოთ. თევზის ნაჭრები საწებელში ჩავაწყოთ და 1 საათი დავაყოვნოთ, რომ გემო გაუჯდეს.