საუკეთესო ცომის რეცეპტი მაიონეზით, კვერცხისა და კარაქის გარეშე

2879

თუ თქვენს მაცივარში არ მოიძებნება კვერცხი და კარაქი, თქვენ კი სასწრაფოდ უნდა გამოაცხოთ ნამცხვარი, აიღეთ მაიონეზი, საფუარი და საქმეს შეუდექით.

ცომი მაიონეზით

დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ცომი მაიონეზით, რომლითაც გამოაცხობთ როგორც ტკბილ ნამცხვრებს, ასევე ხორციან ღვეზელებს. განსაკუთრებულად გემრიელი და ხრაშუნა გამოდის მისგან გამომცხვარი პიცა.

ინგრედიენტები

  • 160 გრ მაიონეზი
  • 25 გრ საფუარი
  • 250 მლ თბილი წყალი
  • 3 ჩ.კ. შაქარი
  • 4 ჭიქა ფქვილი
  • მარილი

1. პირველ რიგში, მშრალ საფუარს დაასხით წყალი და დაელოდეთ 15 წუთი, რომ კარგად გაიხსნას.

2. 15 წუთის გასვლის შემდეგ საფუარს დაუმატეთ მაიონეზი, შაქარი და ცოტა მარილი. კარგად მოურიეთ ნაზავს სათქვეფით.

3. ნაზავს თანდათან დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომი უნდა იყოს რბილი და ელასტიური.

4. ცომი შეინახეთ თბილ ადგილას 2 საათის განმავლობაში.

აუცილებლად გამოაცხვეთ ცომისგან ალუბლის ან ჯემის ღვეზელი.