საუკეთესო საბჭოთა ტკბილეულს შორის, ბევრს აუცილებლად გაახსნდება ლეგენდარული “ტრუბოჩკები” კრემის ფაფის შიგთავსით, რომლებიც ნამდვილ კლასიკად იქცა. სხვათა შორის, ეს დელიკატესი მზადდება ძალიან მარტივად, ხელმისაწვდომი ინგრეიდენტებით. ამიტომ შეგიძლიათ ამ ტკბილეულით ხშირად ასიამოვნოთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს.
დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ მოამზადოთ “ტრუბოჩკები” ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.
ტრუბოჩკები კრემით
ინგრედიენტები ცომისთვის
- 250 გრ მარგარინი
- 4 ჭიქა ფქვილი
- 3-4 კვერცხის გული
- 250 მლ არაჟანი
ინგრედიენტები კრემისთვის
- 300 მლ არაჟანი
- 0,5 ჭიქა შაქარი
მომზადების წესი
1. შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი და მარგარინი. დაუმატეთ კვერცხის გული და არაჟანი და მოზილეთ ცომი.
2. შეინახეთ ცომი მაცივარში 2 საათით (ან მთელი ღამით).
3. გაცივებული ცომი თხლად გააბრტყელეთ და გრძელ თხელ ზოლებად დაჭერით.
4. ზოლები სპეციალურ კონუსურ ფორმებზე დაახვიეთ.
5. თუ ასეთი ფორმები არ გაქვთ, მათი დამზადება სახლის პირობებსი პერგამენტის ქაღალდითაც შეგიძლიათ (ფურცელს უბრალოდ კონუსური ფორმა მიეცით და მეტი სიმტკიცისთვის კიდეები წებოს ლენტით შეაწებეთ).
6. ფორმაზე დახვეული ცომის ზოლები გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 25-30 წუთის განმავლობაში.
7. კრემის მოსამზადებლად, ათვიფეთ შაქარი არაჟანთან ერთად. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მოხარშული კრემი გამოიყენოთ, მაგრამ არაჟნის კრემი ბევრად უფრო სწრაფად მზადდება, თანაც, გაცილებით გემრიელია.
8. გამომცხვარი ტრუბოჩკები შეავსეთ არაჟნის კრემით და ზემოდან შაქრის პუდრი მოაყარეთ. სულ ესაა, კლასიკური საბჭოთა დესერტი მზადაა. გემრიელად მიირთვით!