არ იცით რა მოამზადოთ ვახშმისთვის? მაშინ ეს რეცეპტი ნამდვილად თქვენთვის არის. ძალიან გემრიელი და ნოყიერი კერძი უდაოდ მოეწონებათ თქვენს ოჯახის წევრებს.
ინგრედიენტები
- ფარში 500-600გ
- კვერცხი 1 ცალი
- ნიორი 2 კბილი
- სტაფილო 1-2 ცალი
- ხახვი 1 ცალი
- კარტოფილი 6-7 ცალი
- ბულგარული წიწაკა 1 ცალი
- პომიდორი 2 ცალი
- ხმელი სუნელი 1/2 ჩაის კოვზი
- პომიდვრის პასტა 1 სუფრის კოვზი
- მწარე წიწაკა 1 ცალი
- დაფნის ფოთოლი 2 ცალი
- მწვანილი
მომზადება
- ღრმა ჯამში მოათავსეთ ფარში, დაუმატეთ ქათმის კვერცხი, მარილი, დაფქული შავი წიწაკა, გახეხილი ნიორი, ხმელი სუნელი და პაპრიკა.
- კარგად მოურიეთ.
- ფარშს მიეცით ბურთულების ფორმა.
- შეგიძლიათ კატლეტების ფორმა მისცეთ.
- დაჭერით სტაფილო და ხახვი.
- კუბიკებად დააქუცმაცეთ პომიდორი.
- გრძლად დაჭერით ბულგარული.
- მსხვილად დაჭერით კარტოფილი.
- ღრმა ტაფა დადგით ცეცხლზე და გააცხელეთ.
- ხახვს დაუმატეთ სტაფილო.
- მოთუშეთ რამდენიმე წუთი, მოურიეთ.
- დაუმატეთ ბულგარული, პომიდორი და პომიდვრის პასტა.
- კარგად მოურიეთ, შეწვით ბოსტნეულის დარბილებამდე.
- მოაყარეთ მარილი, წიწაკა და სანელებლები პაპრიკასთან ერთად.
- კარგად მოურიეთ და დაუმატეთ კარტოფილი.
- კარტოფილის ზემოდან გადაანაწილეთ ხორცის კატლეტები.
- ცარიელ ადგილას მოათავსეთ დაფნის ფოთოლი, შეგიძლიათ წიწაკაც გამოიყენოთ დამატებით.
- მოასხით წყალი.
- მოაყარეთ მარილი.
- დააფარეთ ტაფას თავსაფარი და წამოადუღეთ, მოამზადეთ დაახლოებით 30-35 წუთი.
- მზა კერძი გადმოიტანეთ თეფშზე და მოაყარეთ დაქუცმაცებული მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!