საოცარი კატლეტები კიევურად, რბილი ქათმის ხორცით, წვნიანი შიგთავსით.
ინგრედიენტები
- ქათმის ფილე (უძვლო) ცალი
- რბილი კარაქი 100გ
- კვერცხი
- რძე 50მლ
- გაცრილი ფქვილი 100გ
- მარილი
- წიწაკა
- მწვანილი
- საფანელი 120გ
- ზეთი
მომზადება
- რბილი კარაქი და დაჭრილი მწვანილი კარგად შეაზილეთ ერთმანეთს. ამ მასისგან დაამზადეთ 4 ცილინდრი და შეინახეთ მაცივარში.
- ფილები დაყავით დიდ და პატარა ნაჭრებად. გვერდები ჩაჭერით და კარგად დაბეგვეთ. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
- დიდ ნაჭერზე მოათავსეთ შიგთავსი და ზემოდან დაფარეთ პატარა ნაჭრით, მჭიდროდ დაახვიეთ. ნაკერით დაბლა მოათავსეთ თეფშზე და საყინულეში შეინახეთ 15 წუთი.
- ათქვიფეთ რძე და კვერცხი, მიღებულ მასაში ამოავლეთ კატლეტები, ამოავლეთ ფქვილში, ისევ რძეში და ბოლოს საფანელში. ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე.
- ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და კატლეტები შეწვით 5 წუთი, რის შემდეგაც ღუმელში მოათავსეთ 10 წუთი.
გემრიელად მიირთვით!