“სამოთხის ნეტარება” – სახელწოდებამ შემაცდინა და მოვამზადე ეს დესერტი, მას შემდეგ ყველა დღესასწაულს ამშვენებს ჩემს ოჯახში. ეს არის ენით აღუწერელი გემო, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ.
მისი მომზადება უმარტივესი და უსწრაფესია, ამიტომაც ის უნივერსალური დესერტია.
ინგრედიენტები
ცომისთვის
- 4 კვერცხი
- 200მლ წყალი
- 50მლ მცენარეული ზეთი
- 50გ კარაქი (ცხვიმიანობა 80%)
- ნახევარი ჩაის კოვზი მარილი
- 150გ ფქვილი
კრემისთვის
- ვანილი
- 300გ არაჟანი (25% ცხიმიანობის)
- 2 სუფრის კოვზი ფქვილი
- 150გ შაქარი
- 200გ კარაქი (ცხიმიანობა 80%)
- ქათმის კვერცხი
მომზადება
1.პირველ რიგში მოვამზადოთ მოხარშული კრემი. სანამ კრემი გრილდება, შეუდექით კორჟების მომზადებას. ქვაბში მოატავსეთ არაჟანი, შაქარი, ვანილი, კვერცხი და 1 სუფრის კოვზი ფქვილი. მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე. კრემს ურიეთ განუწყვეტლივ. მიიყვანეთ დუღილამდე და აიღეთ ცეცხლიდან. მიღებული მასა შეფუთეთ და შეინახეთ.
2.მოვამზადოთ ცომი. ქვაბში მოათავსეთ წყალი და დაჭრილი კარაქი. მოასხით მცენარეული ზეთი და მასა წამოადუღეთ.
მოაყარეთ ფქვილი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ. გადმოიტანეთ ცეცხლიდან და გააგრილეთ 5-7 წუთი. დაუმატეთ კვერცხი და ათქვიფეთ მიქსერით – ცომი უნდა გამოგივიდეთ მშრალი და პრიალა.
3.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით. მასში ჩაასხით ცომის ნახევარი. გამოაცხვეთ 2 კორჟი 10-12 წუთი 200 გრადუსზე.
4.დავუბრუნდეთ კრემს. გაგრილებულ მასას დაუმატეთ კარაქი და ათქვიფეთ მიქსერით. კრემი უნდა გამოვიდეს ძალიან სქელი, ერთგვაროვანი.
კორჟები გაჭერით 3 ერთნაირ ნაწილად და თითოეულს წაუსვით კრემი. ააწყვეთ ტორტი და დაელოდეთ 15-20 წუთი.
აუცილებლად მოამზადეთ! გემრიელად მიირთვით!