საოცარი კიტრის მწნილი – 1 ინგრედიენტი, რომელიც ყველაფერს ცვლის

1432

გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ საჭირო რეცეპტის მოსაძებნად შეიზლება წლებიც დავკარგოთ. ძალიან რთულია დამწნილებული კიტრის საუკეთესო რეცეპტის მოძებნა, რადან ინტერნეტ სივრცეში უამრავი ვარიანტია.

ჩვენი რედაქცია დაგეხმარებათ ამ პრობლემის უმოკლეს დროში მოგვარებაში. ერთი განსაკუთრებული ინგრედიენტის დამსახურებით, კიტრი ძალიან დიდხანს რჩება ხრაშუნა.

ინგრედიენტები

გათვლილია 3ლ ქილაზე:

  • კიტრი
  • 1,5ლ წყალი
  • 3 სუფრის კოვზი მარილი
  • 2 სუფრის კოვზი ძმარი
  • კამა
  • პირშუშხას ფოთლები
  • მოცხარის ფოთლები
  • ნიორი
  • 2 სუფრის კოვზი არაყი

მომზადება

1.ქილაში მოათავსეთ კამა, პირშუშხა, მოცხარი და ნიორი. ამოავსეთ ქილა კიტრისა და მწვანილის ფენებით.

2.ჩაასხით ძმარი და არაყი.

3.მოვამზადოთ მარინადი. ქვაბში ჩაასხით წყალი და მოაყარეთ მარილი. მოურიეთ კრისტალების დაშალმდე. აადუღეთ და ცხლად მოასხით კიტრს. თითოეული ქილისთვის ცალ-ცალკე უნდა მოამზადოთ მარინადი.

4.დააფარეთ თავსაფარო და შეინახეთ გრილ ადგილას.

გემრიელად მიირთვით!