სამეფო წასახემებელი ბადრიჯნით. სუფრიდან წამებში ქრება, ნამცეცებსაც არ ტოვებენ

1189

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ბადრიჯნის წასახემსებელს ლორით და ყველით. კერძი ლამაზი და ძალიან გემრიელია. ძალიან მარტივად მზადდება.

ინგრედიენტები:

  • 2 ბადრიჯანი
  • 250 გრ ლორი
  • 120 გრ ხმელი ყველი
  • 3 კვერცხი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • 3 ს/კ არაჟანი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 3-4 ტოტი ოხრახუში

მომზადების წესი:

1. ყველა აუცილებელი ინგრედიენტი მოიმარაგეთ. კვერცხი წინასწარ მოხარშეთ და გააგრილეთ.

2. ბადრიჯანი გარეცხეთ და 3-4 მმ სისქის ფირფიტებად დაჭერით. მარილი მოაყარეთ, აურიეთ და 10 წუთით გააჩერეთ, რომ სიმწარე გაქრეს.

3. ამის შემდეგ ტაფაზე ერთ ფენად დააწყვეთ და სილიკონის ფუნჯით მცენარეული ზეთი წაუსვით. 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ გამოშრეს.

4. ამ დროში შიგთავსს მიხედეთ. მოხარშული კვერცხი და ხმელი ყველი წვრილ სახეხზე გახეხეთ. არაჟანს დაპრესილი ნიორი დაუმატეთ.

5. კვერცხსა და ყველზე არაჟნის ნარევი გადაანაწილეთ და აურიეთ. ლორი რაც შეიძლება თხელ ნაჭრებად დაჭერით.

6. სამუშაო ზედაპირს შესაფუთი პარკი დააფარეთ და ბადრიჯანი ერთ ფენად, ერთმანეთზე ოდნავ გადადებული დააწყვეთ.

7. ყველის ნარევი წაუსვით და ზემოდან ლორის ნაჭრები დაადეთ.

8. ახლა ზემოდან კვერცხის ნარევი წაუსვით.

9. დაჭრილი ოხრახუში მოაყარეთ.

10. რულეტივით დაახვიეთ, პარკით ასწიეთ და მაცივარში რამდენიმე საათით შეინახეთ.

11. სამეფო წასახემსებელი მზადაა. რულეტი ლორით და ბადრიჯნით ნაჭრებად დაჭერით და სუფრაზე გაიტანეთ.

გემრიელად მიირთვით.