როცა მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით, აუცილებლად ვამზადებ ამ კერძს.
ჩემმა ბავშვებმა მას “სამეფო” დაარქვეს. ძალიან ნოყიერი და გემრიელი კერძია.
უგემრიელესი შიგთავსი ქათმის ფილესა და სოკოსგან, კარტოფილის ფენით. მართლაც ძალიან გემრიელია.
ინგრედიენტები
- ქათმის გულმკერდი 500გ
- კარტოფილი 5-6 ცალი
- ქამასოკო 400გ
- კარაქი 30გ
- რძე 100მლ
- კვერცხი 2 ცალი
- ყველი 50გ
- არაჟანი 1-2 სუფრის კოვზი
- მაიონეზი 1-2 სუფრის კოვზი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადება
- მოხარშეთ კარტოფილი ქერქიანად, მარილიან წყალში, სანახევროდ.
- როცა კარტოფილი მოიხარშება, 4-5 წუთი დაასხით ცივი წყალი.
- დაჭერით სოკო და მოათავსეთ ცხელ, მშრალ ტაფაზე.
- გამოაშრეთ სოკოს სითხე და დაუმატეთ კარაქი.
- სოკოს მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
- ყველა პროდუქტი შეწვით ტაფაზე.
- მზა სოკო და ხახვი გადმოიტანეთ თეფშზე, რათა გაანთავისუფლოთ ტაფა.
- ტაფა მოათავსეთ ცეცხლზე და გააცხელეთ მცენარეული ზეთი.
- ხორცი დაჭერით წვრილ კუბიკებად, მოათვსეთ ტაფაზე, მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.
- ყველი (ნებისმიერი) გახეხეთ მსხვილად. კარტოფილს მოაშორეთ ქერქი.
- გამოსაცხობი ფორმა დაამუშავეთ მცენარეული ზეთით.
- ნახევარი კარტოფილი გახეხეთ მსხვილად პირდაპირ ფორმაში.
- გადაანაწილეთ ფორმის ძირზე თანაბრად, მოაყარეთ მარილი და წიწკა გემოვენბით. პირველი ფენა მზად არის.
- კარტოფილზე მოათვაესთ შემწვარი სოკო.
- შემდეგ ფენად მოათვსეთ ქათმის ხორცი.
- მოვამზადოთ სოუსი: ჯამში ჩატეხეთ კვერცხი, ჩაასხით რძე და ათქვიფეთ.
- მიღებული სოუსი მოასხით აწყობილ ფენებს.
- ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი კარტოფილი (გახეხილი).
- არაჟანს დაუმატეთ მაიონეზი და ზემოდან წაუსვით ცხობილას.
- ფორმას დააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
- მოხსენით ფოლგა და ზემოდან მოახეხეთ ყველი, მოათავსეთ ღუმელში კიდევ 7-8 წუთი.
სამეფო ცხობილა მზად არის!
გემრიელად მიირთვით!