“მიმოზის” გარეშე ჩემს მშობლებთან არცერთი დღესასწაული არ აღინიშნება. რამდენი წელი გავიდა, მაგრამ ამ სალათმა მაინც არ დაკარგა პოპულარობა.
ინგრედიენტები
- სარდინი ზეთში 240გ
- კვერცხი 7 ცალი
- მაიონეზი გემოვნებით
- ყველი 100გ
- კარაქი 100გ
- მწვანე ხახვი 30გ
- სტაფილო 0,5 ცალი
- კარტოფილი 3 ცალი
მომზადება
1.პირველ რიგში მოამზადეთ პროდუქტები. მოხარშეთ კვერცხი და კარტოფილი (ქერქიანად). გააგრილეთ კვერცხი, გაასუფთავეთ. განაცალკევეთ ცილა და გული. ცალ-ცალკე გახეცეთ.
2.იმავე მეთოდით დააქუცამცეთ კარტოფილიც. თევზის კონსერვი ძვლის გარეშე დაჭყლიტეთ ჩანგლით. მწვანე ხახვი დაჭერით მწვანილთან ერთად.
3.საჭრელ დაფას გადააფარეთ პაკეტი. მოათასვეთ სალათის პირველი ფენა – კვერცხის გული და მაიონეზი. ზემოდან დაახეხეთ გაყინული კარაქი.
4.შემდეგ ფენა – გახეხილი ყველი. მოაყარეთ გახეხილი ცილა, კარაქის გარდა ყველა ფენას წაუსვით მაიონეზი.
5.შემდეგ კარტოფილი. მასზე – მწვანილი. ბოლო ფენა – თევზი. ყოველი შემდეგ ფენა, წინამორბედზე პატარა უნდა იყოს.
6.გადაახვიეთ რულეტისებურად, შეფუთეთ და შეინახეთ მაცივარში 1 საათი.
გემრიელად მიირთვით!