მე ამ სალათს ძალაინ ხშირად ვამზადებ. კარგი გადაწყვეტილებაა, როცა გემრიელად ვახშმობა გინდა, მაგრამ კერძის მოსამზადებლად ბევრი დრო არ გაქვს.
ამ სალათში ყველაფერია – ტკბილი, მჟავე და მწარე.
ინგრედიენტები
- 2 ჭარხალი
- 3 სტაფილო
- 150გ ყველი
- ქიშმიში
- ნიგოზი
- 3 კბილი ნიორი
- მაიონეზი
მომზადება
1.პირველ რიგში მოხარშეთ ჭარხალი. გაასუფთავეთ, მოათავსთ ჯამში და დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ 30-40 წუთი. მზა ჭარხალი გახეხეთ წვრილად.
2.გაასუფთავეთ სტაფილო და წვრილად გახეხეთ. ასვე გახეხეთ ყველი.
3.წვრილად დაჭერით ნიგოზი და დაჭყლიტეთ ნიორი. შემდეგი ნაბიჯი – უნდა დავვორთქლოთ ქიშმიში. ამისათვის ქიშმიშს მოასხით ცხელი წყალი და დაელოდეთ 3-5 წუთი.
4.პირველი ფენა – სტაფილო მაიონეზთან და ქიშმიშთან ერთად. ეს ინგრედიენტები აუცილებელია ერთმანეთს გადაურიოთ, ასე უფრო გემრიელია. შემდეგი ფენა – ყველი, ნიორი და ზემოდან მაიონეზი. ბოლო ფენა ჭარხალი ნიგოზთან და მაიონეზთან ერთად.
5.ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ გახეხილი ყველი.
გემრიელად მიირთვით!