სალათი, რომელიც ყველას მოსწონს. განსაკუთრებით კი წუნიებს

733

ქათმის და კიტრის სალათზე უკეთესი რა უნდა იყოს? ეს კომბინაცია ნამდვილად ჩემი ფავორიტია.

ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს ასეთი მარტივი და გემრიელი სალათი სმომზადება.

ინგრედიენტები

  • 400გ ქათმის ფილე
  • 4 კვერცხი
  • 2 კიტრი
  • ხახვი
  • 2-3 სუფრის კოვზი რძე
  • მარილი და წიწაკა
  • მაიონეზი
  • სანელებლები
  • 2 სუფრის კოვზი ძმარი
  • შაქარი
  • 3 სუფრის კოვზი ცხელი წყალი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.პირველ რიგში დავამარინადოთ ხახვი. ამისათვის ის დაჭერით წვრილ რგოლებად, მოასხით ძმარი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი მარილი, შაქარი და მოასხით ცხელი წყალი. დატოვეთ 15 წუთი.

2.დაჭერით ფილე და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.

3.კვერცხს დაუმატეთ რძე, მარილი და წიწაკა. ამ მასისგან გამოაცხეთ 5-7 ბლინი. გააგრილეთ და გრძლად დაჭერით.

4.კიტრი დაჭერით წვრილად.

5.ააწყეთ სალათი.

6.მოაყარეთ მარილი გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!