სალათი – არ გეგონოთ მხოლოდ ბოსტნეულის ნაკრები მაიონეზით ან ზეთით. ნამდვილი სალათის სწორი რეცეპტით მომზადების შემთხვევაში, გამოგივათ საოცარი კერძი, რომლის რეცეპტის გაგება ყველას მოუნდება. ამასთანავე ისინი რეცეპტით ზრდილობის გამო კი არა, არამედ დიდი ინტერესით დაინტერესდებიან, რადგან აუცილებლად მოუნდებათ თვითონაც მომზადება.
დღეს ჩვენ გთავაზობთ ბოსტნეულის სალათის ძალიან მაგარ რეცეპტს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ემოციებს აკმაყოფილებს. ეს კერძი აუცილებლად დაიკავებს საპატიო ადგილს თქვენს კულინარიულ კრებულში.
უგემრიელესი ბოსტნეულის სალათი
ინგრედიენტები
- 1 ცალი დიდი სტაფილო
- 2 ცალი ცუკინი (ყაბაყის ერთ-ერთი სახეობა)
- 2 ცალი ჭარხალი
- 1 ცალი დაიკონი
- ნიახური
- 3 სუფრის კოვზი ღვინის ძმარი
- 4 კბილი ნიორი
- 2 სუფრის კოვზი მარილი
- 1 სუფრის კოვზი ლერწმის შაქარი
- 30მლ ზეითუნის ზეთი
მომზადება
1.პირველ რიგში არიჩიეთ ჭურჭელი ბოსტნეულის დასამარინადებლად (ჩვენ უკვე ავირჩიეთ დიდი პკეტი – ასე უფრო მოსახერხებელია). სალათისთვის საჭირო ინგრედიენტები გარეცხეთ და გათალეთ.
2.ბოსტნეულის საჭრელის დახმარებით დაჭერით ცუკინი და მოათავსეთ პაკეტში.
3.იგივე ოპერაციები ჩაატარეთ ჭარხლსი შემთხვევაშიც.
4.დაჭერით დაიკონი და ისიც მოათავსეთ პაკეტში. ხშირად გამიგია, რომ დაიკონის მაგივრად ზოგიერთი დიასახლისები იყენებენ ბოლოკს ან ხახვს.
5.ბოსტნეულს დაუმატეთ დაჭრილი სტაფილო. ამ მომენტისთვის თქვენ გამოგივათ 1 კილოგრამზე ოდნავ მეტი მასის მქონე ინგრედიენტები.
6.დაჭერით ნიახური. ამ შემტხვევაში ნიახური შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენთვის სასურველ მწვანილზე, რომელიც მოუხდება დანარჩენ ინგრედიენტებს.
7.როდესაც ბოსტნეულს და მწვანილს მოაგროვებთ ერთ ჯამში (პაკეტში), დაუმატეთ შაქარი, მარილი, ძმარი, დაჭრილი ნიორი და ზეიტუნის ზეთი.
8.პაკეტს თავი კარგად მოუკარით და რამდენიმეჯერ ძლიერად შეანჯღრიეთ, რათა ბოსტნეული კარგად შეერიოს მარინადს. ამის შემდეგ სალათი ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ 90 წუთი. შეგიძლიათ ამ დროის გასვლამდე ისევ შეანჯღრიოთ, რათა კარგად გაიხსნას ინგრედიენტების გემო.
9.სალათი მზად არის. ის არის ხრაშუნა, წვნიანი და საოცრად გემრიელი.
ასეთი სალათი ძალიან უხდება ხორცს, თუმცა დამოუკიდებელ კერძადაც მშვენიერია. ბოსტნეული უშვებს დიდი რაოდენობით წვენს, ამიტომაც სალათს ეძლევა საოცარი ფერი. ეს სალათი პირვანდელ გემოს დიდი ხნის განმავლობაში ინაჩუნებს.
ბოსტნეული შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი გემოვნებით ან მომზადებულ სალათს დაუმატოთ სასურველი პროდუქტი, დამატებული პროდუქტი მარტივად შეიწოვს მარინადს. ასევე შეგიძლიათ ძმარიც გამოიყენოთ ჩვეულებრივი (თუმცა ის დაგჭირდებათ ნაკლები რაოდენობით). როგორც ხედავთ ამ სალათს ტქვენი გემოვნების სრულიად დაკმაყოფილება შეუძლია, რადგან მასში შემავალ ინგრედიენტებს თქვენ ირჩევთ. აუცილებლად მოამზადეთ!