სალათი „მოიგე დედამთილის გული“: ხშირად ვამზადებ ამ კერძს ქმრის საყვარელი დედიკოსთვის

2818

შემწვარი ყაბაყი სალათში? რატომაც არა. სალათი „მოიგე დედამთილის გული“ ერთდროულად მსუბუქი და ნოყიერი გამოდის. ყაბაყის, პომიდვრის, ახალი მწვანილისა და ნივრის ნაზავი საოცარ გემოს ჰქმნის.

ქათმის კვერცხი შეგიძლიათ მწყრის კვერცხით ჩაანაცვლოთ: შესანიშნავი ვარიანტია სადღესასწაულო სუფრისთვის. 5-6 მწყრის კვერცხი საკმარისია. შესაზავებლად 10-15%-იანი არაჟანი ან სქელი ბერძნული იოგურტი გამოგადგებათ.

 ინგრედიენტები

  • 500 გრ ყაბაყი
  • 3 ც პომიდორი
  • 3-4 ც კვერცხი
  • 1 კბილი ნიორი
  • ნახევარი კონა ოხრახუში
  • 150 გრ არაჟანი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ ყაბაყი და დაჭერით 5-სანტიმეტრიან რგოლებად. მოათავსეთ ღრმა თასში, მოაყარეთ ცოტა მარილი, მოურიეთ და დატოვეთ 10 წუთით. მოხარშეთ კვერცხი.

2.  შეწვით ზეთში ორივე მხრიდან. გადმოალაგეთ ქაღალდდაფენილ ჭურჭელზე, რათა ზედმეტი ზეთი შეიწოვოს.

3. როცა ყაბაყი გაცივდება, გაჭერით ფართო დიამეტრის რგოლები შუაზე და მოათავსეთ სასალათეში.

4. დაამატეთ დაჭრილი პომიდორი, კვერცხი, მწვანილი, ნიორი.

5. დაამატეთ არაჟანი, მარილი, პილპილი და მოურიეთ.

დატკბით ახალი ბოსტნეულის სალათით და გაუზიარეთ მეგობრებს გამოცდილება!