დღეს ჩვენ ძალიან გემრიელი სალათის რეცეპტს შემოგთავაზებთ.
ინგრედიენტები
- შპროტი 1 ქილა
- ხახვი 1 ცალი
- მდარი ყველი 1 ცალი
- მოხარშული კვერცხი 4 ცალი
- დაკონსერვებული სიმინდი 0,5 ქილა
- ჩიფსი 1 შეკვრა
- მაიონეზი
მომზადება
- აუცილებელია სალათი ფენებად მოვათავსოთ.
- პირველი ფენა კვერცხის გახეხილი გული.
- წაუსვით მაიონეზი.
- ხახვი დაჭერით მრგვლად, მოასხით 1 სუფრის კოვზი ძმარი, 1 ჩაის კოვზი შაქარი და დაელოდეთ 20 წუთი.
- მოათავსეთ ხახვი მეორე ფენად.
- მესამე ფენა 2/3 ქილა შპროტი და ზემოდან მაიონეზი.
- მეოთხე ფენა, მდნარი ყველი, წაუსვით მაიონეზი.
- მეხუთე ფენა გახეხილი კვერცხის გული.
- დარჩენილი შპროტი დაჭერით და კვერცხის გუზე მოათავსეთ.
- სალათის გვერდები გააფორმეთ სიმინდით, ხოლო ჩიფსებით გააკეთეთ ფოთლების იმიტაცია.
გემრიელად მიირთვით!