თუ თქვენ სალათების დიდი მოყვარული ხართ და მზესუმზირას სალათი ჯერ არ გაგისინჯავთ, მაშინ ნუღარ კარგავთ დროს, რადგან ის ნამდვილად შესძენს თქვენს სადღესასწაულო სუფრას ორიგინალურობას და მრავალფეროვნებას. ხალისიანი დღე კი გარანტირებული გექნებათ!
თქვენს სუფრაზე მზესუმზირას ყვავილის გასაშლელად დაგჭირდებათ:
ინგრედიენტები:
- მოხარშული კვერცხი – 3 ცალი
- 3 კვერცხის გული
- ქათმის თეთრი ხორცი – 200 გრ
- ქამა სოკო – 200 გრ
- მაიონეზი – 200 გრ
- ყველი – 100 გრ
- უკურკო ზეთისხილი
- სწორ კუთხეებიანი ჩიფსები
მომზადების წესი:
ქათმის ხორცი და 6 კვერცხი მოხარშეთ. სოკო დაჭერით და შეწვით ზეთში. ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. წვრილად დაჭერით მოხარშული კვერცხი და ქათმის ხორცი. ზეთისხილი გაჭერით ოთხ ნაწილად. დაიწყეთ სალათის მომზადება: პირველი ფენა: მოხარშული ფილე. მეორე ფენა: ქათმის ხორცს ფრთხილად გადაუსვით მაიონეზი. მესამე ფენა: მაიონეზზე თანაბრად გაანაწილეთ სოკო. მეოთხე ფენა: მაიონეზი. მეხუთე ფენა: მოხარშული კვერცხი. მეექვსე ფენა: მაიონეზი. მეშვიდე ფენა: გახეხილი ყველი. მერვე ფენა: ისევ მაიონეზი. მეცხრე ფენა: გახეხილი მოხარშული 3 კვერცხის გული და მეათე ფენა: ზეთისხილი -მზესუმზირას მარცვლები. დაგვრჩა შემოსაწყობი ფოთლები – ჩიფსები და სალათიც მზადაა. სალათის 8 ფენა შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ მაშინ, როცა სუფრაზე გასატანი იქნება, რადგან კვერცხის გული და ზეთისხილი ადვილად სველდება.