სალათი “გახლეჩილი ქათამი”

1011

თუ ვახშმის შემდეგ ქათმის ფილე მრჩება, ბევრს არ ვფიქრობ მისგან რა მოვამზადო. იმ წამსვე თავში ეს სალათი მომდის.

ძალიან მარტივი მოსამზადებელია და თან ძალიან გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები

  • კომბოსტო 330გ
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • შაქარი
  • პომიდორი 2 ცალი
  • კამა
  • ხახვი 1 ცალი
  • ძმარი 1,5 ჩაის კოვზი
  • ქათმის ფილე 150გ
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მომზადება

1.მოხარშეთ ქათმის ფილე. ამასობაში დაჭერით კომბოსტო.

2.დაჭერით ხახვი, დაუმატეთ ძმარი, შაქარი და მარილი, ხელით მოურიეთ.

3.დაწეწეთ მოხარშული ხორცი, დაჭერით პომიდორი. დაუმატეთ დამარინადებული ხახვი და კომბოსტო.

4.მოასხით ზეთი და მოაყარეთ მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!