თუ გსურთ თქვენი სუფრა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდეს, მაშინ ეს სალათა აუცილებლად უნდა მოამზადოთ საახალწლო ან სადღესასწაულო სუფრისთვის. ეს ფერთა თამაში ნამდვილად სასიამოვნოდ გააოცებს თქვენს სტუმრებს.
ინგრედიენტები:
- 1-2 ცალი ბროწეული
- 4-5 თავი კარტოფილი
- 3-4 თავი ჭარხალი
- 2-3 თავი სტაფილო
- 1 ქილა შპროტი
- 1 ქილა დაკონს. სიმინდის მარცვლები
- 200-300 გრ მაიონეზი
- მწვანე ხახვი, მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო მოვხარშოთ კანიანად, გავაცივოთ, გავასუფთაოთ და გავხეხოთ სახეხზე. ავიღოთ დიდი ბრტყელი თეფში, შუაგულში მოვათავსოთ ჭიქა და მის გარშემო დავაწყოთ პროდუქტები ფენებად შემდეგი თანმიმდევრობით:
- გახეხილ კარტოფილის ფენას მოვაყაროთ მარილი და წავუსვათ მაიონეზი;
- გახეხილ სტაფილოს ფენას წავუსვათ მაიონეზი;
- მთლიანი ან ჩანგლით გაჭყლეტილი შპროტის ფენა;
- დაკონსერვებული სიმინდის ფენას წავუსვათ ცოტაოდენი მაიონეზი;
- წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვის ფენა;
- გახეხილ ჭარხალს მოვაყაროთ მარილი და წავუსვათ მაიონეზი (ბოლო ფენა).
სალათა ზემოდან მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით, შევდგათ მაცივარში 1-2 საათით და მაგიდასთან მიტანის წინ ამოვაცალოთ ჭიქა.
გემრიელად მიირთვით!